Aa
Aa

ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება "ჰარუ ბაშოზე"

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, "ჰარუ ბაშოს" მე-3 დღის მატჩი გამარჯვებით დაასრულა. იგი მე-3 მაეგაშირა კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და ტურნირზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენებურმა მოწინააღდმეგე იორიკის ილეთით დაამარცხა, თანაც ტოჩინოშინს მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს, რის გამოც საუკეთესო თვისებების გამოვლენა უჭირს და გუშინ მოულოდნელი მარცხი განიცადა.

შესაბამისად, 3 დღის შედეგებით, ქართველს მოგება-წაგებათა ბალანსი 2:1-ზე აქვს - რამდენიმე სპორტსმენს სამივე შეხვედრა მოგებული აქვს და ცხრილში სწორედ ისინი ლიდერობენ.

ტოჩინოშინი, შემდეგ შეხვედრას, ხვალ, მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოსთან გამართავს.

 

ტოჩინოშინმა დღევანდელი მატჩი უკვე დაასრულა - იხილეთ სტატია

ცხელი ამბები