გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

გოლის გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენა | ჩაკვეტაძე უოტფორდის სასტარტოშია

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-20 ტურში „უოტფორდი’’ შინ „შეფილდ უენსდეისთან’’ 0:1 მარცხდება. მე-17 წუთზე მაკნილმა სტუმრები დააწინაურა და პირველი ტაიმი თავის გუნდს მოაგებინა.

„უოტფორდის’’ სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ჩაკვეტაძეა. მე-5 წუთზე ქართველ შემტევს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა.

„უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი 69-ე წუთზე შეცვალა.

„ჩაკვე'' აპრილიდან მოყოლებული  ტრავმირებული იყო, მკურნალობდა და მოედანს 25 ნოემბერს „პრესტონთან'' დაუბრუნდა და უკვე ამ სეზონში ჩემპიონშიფში 4 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საუკეთესო ფორმაში შესვლა მარტივი არაა, მას ამისთვის დრო სჭირდება.

ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' შემდეგ მატჩს „ვრექსჰემთან'' სტუმრად, 13 დეკემბერს გამართავს.

მიმდინარეობს განახლება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია