საა მარტიალის შესაძლებლობებში დარწმუნებულია
Aa
Aa

საა მარტიალის შესაძლებლობებში დარწმუნებულია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ლუის საამ თანამემამულე ენტონი მარტიალი შეაქო. მისი განცხადებით, მარტიალი „პრემიერლიგაში“ თავისი თამაშით ბევრ მცველს გააოცებს.

„მარტიალი ახალგაზრდა, სწრაფი და ძლიერი ფორვარდია. ის ბევრ მცველს გააოცებს, რადგან „პრემიერლიგაში“ მას ჯერ კარგად არ იცნობენ. მარტიალი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ბრწყინვალე შენაძენია. ენტონი არის სწორედ ის მოთამაშე, რომელიც მათ სჭირდებოდათ, რადგან „მანკუნიანელებს“ შეტევაში სისწრაფე აკლდათ. საფრანგეთში, მას ახალ ანრის ვეძახით, რადგან თამაშობს ორივე ფრთაზე, მშვენივრად ფლობს ბურთს და თავისუფლად შეუძლია სამი-ოთხი მეტოქის მოტყუება.ახალი თაობის მოთამაშეებს არ აქვთ შიში. მას შეუძლია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ არაერთი ტიტული მოუტანოს“ - განაცხადა ლუის საამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები