თბილისში ჭაბუკთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება | ხეჩიკაშვილის კომენტარი
„ნიუ-ვიჟენ ქაფის’’ 2025 წლის გათამაშებას „ბენდელას’’ სტადიონი და „ინტერის’’ აკადემია უმასპინძლებენ. ტურნირში მონაწილეობას შემდეგი გუნდები მიიღებენ: „იბერია’’, საქართველოში მდებარე „ინტერის’’ აკადემია, ლატვიური რფს, თურქული „ბაშაქშეჰირი’’, უკრაინული „ჩერკასი’’ და აზერბაიჯანული „საბაჰი’’. გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდებიან.
ტურნირი 13-16 დეკემბერს გაიმართება. ფინალს „ბენდელა’’ უმასპინძლებს.
ტურნირის ორგანიზატორი სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია.