ომალი: იანი ჩემთან რევანშს გაურბის
მერაბ დვალიშვილთან გამარჯვების შემდეგ, პიოტრ იანმა შონ ო’მეილისთან შესაძლო რევანშის შესახებ დასმულ კითხვას ხუმრობით უპასუხა. ამას კი ომალი თავის არიდებად აფასებს. შონი თვლის, რომ რუსი მას გაურბის.
„ბრძოლის შემდეგ პიოტრს ჰკითხეს, მომცემდა თუ არა რევანშს, თუ სონგს დავამარცხებდი, და მან სიცილი დაიწყო. ყოველ ჯერზე, როცა პიოტრს რევანშის შესახებ ეკითხებოდნენ, ამის წინაც კი, ის პასუხს თავს არიდებდა. არ ვამბობ, რომ იანს ჩემი ეშინია, მაგრამ ის ამბობს, რომ არ ვარ ღირსი ან საკმარისად კარგი – რაღაც ამდაგვარი.
განა ეს არ არის ტიტულის დაცვის შესანიშნავი მიზეზი? მე ხომ ჩიტო ვერას ვებრძოლე! ის ამბობს, რომ მერაბმა და უმარმა უნდა გამართონ რევანში, სულ ეს არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ სონგი უნდა გავიარო, რაც ადვილი ამოცანა ნამდვილად არ არის,“
– განაცხადა ამერიკელმა თავისი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში.
შონ ომალისა და პიოტრ იანის პირველი ბრძოლა 2022 წლის ოქტომბერში შედგა და ამერიკელის გამარჯვებით, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს, UFC 324-ზე, ლას-ვეგასში, ომალი სონგ იადონგს დაუპირისპირდება.