მოჰამედ სალაჰი, არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტთან ურთიერთობა აღარ მაქვს | სალაჰმა კლუბი მწვავედ გააკრიტიკა

პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, „ლივერპულის'' ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა ზამთარში „ენფილდიდან'' წავიდეს. ამ თემაზე ფეხბურთელმა ვრცლად ისაუბრა:

„არ მჯეროდა, რომ 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ამ კლუბისთვის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი გასულ სეზონში, ბევრი რამ გავაკეთე. ვგრძნობ, რომ კლუბმა ყველაფერი მე დამაბრალა''.

პრემიერ ლიგის ბოლო სამი ტურში სალაჰი სკამზე იჯდა, „ვესტ ჰემთან'' და „ლიდსისთან'' ბოლომდე სკამზე დატოვეს, „სანდერლენდთან'' მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

„ვიღაცას უნდა, რომ ყველაფერში მე დამადანაშაულონ. კლუბი ზაფხულში ბევრ რამეს დამპირდა. ახლა კი სათადარიგოთა სკამზე ვარ, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ მათ ეს დაპირებები არ შეასრულეს.

ადრე კარგი ურთიერთობა მქონდა (მწვრთნელ სლოტთან). ჩვენ ურთიერთობა აღარ გვაქვს და არ ვიცი, რატომ. როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდა ჩემი კლუბში ყოფნა.

მშობლებს დავურეკე და მათ ვუთხარი, რომ „ბრაიტონთან'' მატჩზე მოსულიყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვითამაშებ თუ არა. უბრალოდ სიამოვნებას მივიღებ. უბრალოდ ვიქნები „ენფილდზე'' და მშვიდობით ვეტყვი ქომაგებს აფრიკის თასამდე, რადგან არ ვიცი, რა მოხდება, როცა იქ ვიქნები.

სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია. სხვაგან რომ ვყოფილიყავი, ყველა კლუბი დაიცავდა თავის მოთამაშეებს. ახლა კი ეს არის:„გააგდეთ მო, რადგან ის გუნდში პრობლემაა“. არ მგონია, რომ პრობლემა ვიყო“.

შეგახსენებთ, 2024-25 წლების სეზონში „ლივერპულმა'' პრემიერ ლიგა მოიგო და სალაჰი 29 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ისაკს 6 გოლით გაასწრო. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, „ლივერპული'' 23 ქულით მე-8 ადგილზეა (7 მოგება, 2 ფრე, 6 მარცხი), სალაჰმა 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავას ერლინგ ჰოლანდი 15 გოლით ლიდერობს, ეგვიპტელს დიდი უპირატესობით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უიღბლობა გრძელდება - ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო
უიღბლობა გრძელდება - ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო