დვალიშვილი დამარცხდა | პიოტრ იანმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება იანს დარჩა. იანმა ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.
34 წლის დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან გამოდის. 17 ბრძოლა გამართა (17 გამარჯვება, 3 მარცხი). ზედიზედ 14 გამარჯვების შემდეგ „მანქანას'' წარმატებული სერია დღეს იანთან შეწყდა.
ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურდა ჭიდაობა. მას სურდა, რომ სანახობრივი ბრძოლა შემდგარიყო. ასევე, მერაბმა აღიარა, რომ დღეს პიოტრმა აჯობა და რემატჩის მზადყოფნაც გამოთქვა.
„მანქანამ'' UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2024 წლის სექტემბერში გახდა, როცა შონ ო’მალი დამარცხა. ჩემპიონის რანგში მიმდინარე წლის იანვარში უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ივნისში კვლავ ო’მალის სძლია, ხოლო ოქტომბერში კორი სენდჰეგენი დაამარცხა. ქამარი სამჯერ დაიცვა, თუმცა მეოთხედ ეს ვერ შეძლო.