რეინა
Aa
Aa

რეინა "მილანში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ხოსე მანუელ რეინა, დღეს საღამოს მილანში ჩავა და "მილანთან" ხელშეკრულების გაფორმებამდე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ვეტერან ესპანელ მეჯარეს "ნაპოლისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება, ხოლო "როსონერისთან" შეთანხმება მიღწეული აქვს და გადაწყვეტილია, რომ ზაფხულიდან "სან სიროზე" ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორად გადაბარგდება.

ამასთანავე, თუკი თინეიჯერი კიპერი ლომბარდიულ კლუბს დატოვებს, პირველ მეკარედ სწორედ 35 წლის რეინა განიხილება.

როგორც იტალიურმა პრესამ დაწერა, რეინას, "ნაპოლის" დატოვევა, მეუღლის კარიერულმა ინტერესებმა და შვილების ფაქტორმა გადააწყვეტინა. მისი ცოლი - იოლანდა რუისი ძალების მოსინჯვას მოდის სფეროში აპირებს და დიზაინერობას გეგმავს. რაც შეეხება რეინასა და რუისის 5 შვილს, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესია, ბავშვები უფრო უსაფრთხო ქალაქში იზრდებოდნენ, ვიდრე ნეაპოლია.

პეპე რეინა "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია და მის ძირითად გუნდში 2000-02 წლებში თამაშობდა, საიდანაც 2005 წლამდე "ვილიარეალს" მიაშურა.

მსოფლიოსა და ორგზის ევროპის ჩემპიონს, კარიერის ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი "ლივერპულში" აქვს გატარებული, რომლის ფორმითაც 2005-14 წლებში ასპარეზობდა. "ლივერის" საკუთრებაში ყოფნის ბოლო სეზონი, იჯარის წესით, ამჟამინდელ კლუბ "ნაპოლიში" გაატარა, ხოლო 2014-15 წლების სეზონში მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ბურთაობდა. იგი "ნაპოლიმ" 2015 წელს, სწორედ "რეკორდმაისტერისგან" გამოისყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები