17 წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდისთვის მზადება დაიწყო
Aa
Aa

17 წლამდელთა ნაკრებმა ელიტ-რაუნდისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს 17 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო.

გიორგი ნემსაძემ გუნდი თბილისში შეკრიბა, სადაც 17 მარტამდე ავარჯიშებს, მერე კი გუნდი პოლონეთში გაემგზავრება. მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის 23 ფეხბურთელია, თუმცა მათ შორის სამი - ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გულიაშვილი და ლუკა-სებასტიან შვარცი, ნაკრებს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდებიან.

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ.); ლუკა კუტალაძე (დინამო თბ.).

მცველები: ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი); გიორგი აბზიანიძე (ტორპედო); ირაკლი აზაროვი (დინამო თბ.); ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი); სანდრო კალანდაძე (დინამო თბ.); საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია); ცოტნე კაპანაძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო); ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ.); ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია); ნიკოლოზ ტალახაძე (საბურთალო); შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო); გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ.); ნიკოლოზ მემარნე (იბერია 2010); ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია).

თავდამსხმელები: ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ.), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი); ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ.); გიორგი გულიაშვილი (საბურთალო); ლადო ჩიხრაძე (საბურთალო); გიორგი გაგუა (იბერია 2010).

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს 21 მარტს მასპინძელ პოლონეთთან გამართავს, 24 მარტს ირლანდიას შეხვდება, ხოლო 27 მარტს - მაკედონიას.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები