სარი:
Aa
Aa

სარი: "„თქვენ ქალი ხართ და თან ლამაზი, ამიტომ არ მინდა გითხრათ, რომ გაა**ათ!“

სერია A-ს 28-ე ტურში „ნაპოლიმ“ „სან სიროზე“ „ინტერთან“ ფრედ 0:0 ითამაშა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში „იუვენტუსს“ კომფორტული უპირატესობა მისცა.

თუ, „ბებერი ქალბატონი“ თავის გადადებულ მატჩს „ატალანტას“ (14 მარტს) წინააღმდეგ მოიგებს, ნეაპოლელებთან სხვაობას 4 ქულამდე გაზრდის, რაც საჩემპიონო განაცხადი იქნება.

დასანანი ფრის შემდეგ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს მაურისიო სარის, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც ევროპული პრესის განხილვის საგანი გახდა.

ჟურნალისტმა სარის კითხვა „იუვენტუსთან“ გაზრდილ ქულათა სხვაობა დაუსვა, რამაც იტალიელი სპეციალისტი გააღიზიანა.

„თქვენ ქალი ხართ და თან ლამაზი, ამიტომ არ მინდა გითხრათ, რომ გაა**ათ!“

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სარი ხსენებულ ჟურნალისტთან მივიდა და ბოდიში მოუხადა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 18 მარტს „ჯენოას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები