გულიაშვილი აქტიური იყო | უგოლო სერია და პრობლემა ბოლო ფაზაში
ბოსნიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ველეჟ მოსტარი’’ – „სარაევო’’ 0:0 დასრულდა. სტადიონზე ძალიან კარგი გარემო იყო, მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრო, ქომაგთა ჯგუფები მთელი მატჩის განმავლობაში მღეროდნენ/სკანდირებდნენ.
„სარაევოს’’ ქართველმა კაპიტანმა გიორგი გულიაშვილმა კვლავ 90 წუთი ითამაშა. 24 წლის ქართველ შემტევს გოლების გატანა ძალიან უჭირს, ამ სეზონში ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 2 გოლი შეაგდო, 2-დან 1 პენალტიდან. თამაშიდან ბოლოს 24 ივლისს გაიტანა, როცა კონფერენს ლიგაზე „სტიაუას’’ შეუგდო. ბოსნიის ჩემპიონატის 16 მატჩში 5 საგოლე პასი შეასრულა, რაც პოზიტიური სტატისტიკაა. ბოლო ფაზაში იდეალურად ვერ მოქმედებს, დღევანდელ მატჩში მის დარტყმებს სიძლიერე აკლდა და მეკარისთვის ადვილად ასაღები იყო.
17 მატჩის შემდეგ „სარაევო'' 23 ქულით მე-4 ადგილზეა. მე-18 ტურში, 6 დეკემბერს „სარაევო'' „ჟელეზნიჩარს'' მიიღებს.