გოგა ბითაძე, დესმონდ ბეინი, ფრანც ვაგნერი, ჯამალ მოზლი
Aa
Aa

ბითაძის 4 დაფარება და 8 ქულა | ორლანდომ მოიგო, გოგამ კი პარკეტიდან გაყვანა ითხოვა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. „დეტროიტ პისტონსისა“ და „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ შემდეგ „ორლანდო“ „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და საშინაო არენაზე 125:120 იმარჯვა.

ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 17 წუთი და 42 წამი გაატარა. გოგამ 8 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 5-დან 1 მოხსნა კი მეტოქის ფარზე ჰქონდა.

სამწუხაროდ, მეოთხე მეოთხედში გოგამ პარკეტი იძულებით დატოვა. ბითაძე მენჯის ტკივილმა შეაწუხა და „მეჯიქის“ მთავარ მწვრთნელს ჯამალ მოზლის შეცვლა სთხოვა.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო დესმონდ ბეინი იყო, რომელმაც 37 ქულა დააგროვა. ფრანც ვაგნერმა 25 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ენტონი ბლეკმა კი მატჩი 22 ქულით დაასრულა. „ჩიკაგოს“ რიგებში 22 ქულით ჯოშ გიდი გამოირჩა, ნიკოლა ვუჩევიჩს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა — 20 ქულა და 11 მოხსნა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ ანგარიშზე 13 მოგება და 8 წაგებაა, ხოლო „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდის მომდევნო მეტოქე „სან ანტონიო სპურსია“, რომელსაც 4 დეკემბერს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხედველობის გაორება, ოპერაციას განიხილავენ | ტომ ასპინალმა თვალის პრობლემებზე ისაუბრა
მხედველობის გაორება, ოპერაციას განიხილავენ | ტომ ასპინალმა თვალის პრობლემებზე ისაუბრა