მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ “მარტის სიგიჟეში“ მიიღებს მონაწილეობას
Aa
Aa

მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ “მარტის სიგიჟეში“ მიიღებს მონაწილეობას

რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ამერიკულ სტუდენტურ ლიგაში პლეიოფის ჯერია. „March Madness“ სტარტს 15 მარტს აიღებს და 2 აპრილს დასრულდება, მასში მონაწილეობას ქვეყნის 64 საუკეთესო გუნდი მიიღებს, რომლებიც 4 რეგიონალურ ბადეში გადანაწილდებიან და გამარჯვებულს 1 მატჩიან დუელში გამოავლენენ.

აღნიშნულ 64 გუნდში მოხვდა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“. „მეკობრეები“ შუა-დასავლეთის რეგიონის ბადეში მე-8 ნომრად არიან განთესილი და პირველ რაუნდში მე-9 ნომრად განთესილ „ენ სი სტეიტს“ დაუპირისპირდებიან. „ენ სი სტეიტთან“ გამარჯვების შემთხვევაში „მეკობრეები“ რეგიონის საუკეთესო გუნდს - „კანზას ჯეიჰოუქსს“ შეხვდებიან.

„სეტონ ჰოლმა“ წლევანდელი სეზონი 21 მოგებითა და 11 მარცხით დაასრულა, სამწუხაროდ „მეკობრეებმა“ “Big East”-ის კონფერენციის პლეიოფს პირველივე რაუნდში გამოეთიშნენ, მაგრამ სტუდენტური ლიგის ფინალურ ტურნირში თამაშის უფლება მაინც მოიპოვეს.

„ენ სი სტეიტი“ „Atlantic Coast“-ის კონფერენციაში მონაწილეობდა და სეზონი მსგავსად „სეტონ ჰოლისა“ 21 მოგებითა და 11 მარცხით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ისტორიულად ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც მხოლოდ 2 დასრულდა „მეკობრეების“ გამარჯვებით.

მამუკელაშვილი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 2.7 ქულას და 1.9 მოხსნას აგროვებს.

„სეტონ ჰოლისა“ და „ენ სი სტეიტის“ დაპირისპირება 16 მარტს გაიმართება, შეხვედრა გამთენიისას თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები