ჯოკოვიჩი მსოფლიოს 109-ე ჩოგანთან დამარცხდა
Aa
Aa

ჯოკოვიჩი მსოფლიოს 109-ე ჩოგანთან დამარცხდა

ინდიან უელსში მიმდინარე წლის პირველ მასტერსის სერიის ტურნირზე 1/16 ფინალური მატჩების ჯერი დადგა.

გუშინდელ სათამაშო დღეს ხმაურიანი სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. მსოფლიოს 109-ე ჩოგანმა იაპონელმა ტარო დანიელმა, ყოფილ პირველ ჩოგან და დიდი სლემის ტურნირების 12 გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.

აზიელმა პირველი სეტი ტაიბრეიკზე აიღო, არადა ჯოკოვიჩს 5:2-ზე მის ჩაწოდებაზე სეტ-პოინტი ჰქონდა, ხოლო 5:3-ზე სეტის მოსაგებად თავად აწვდიდა.

ჯოკოვიჩმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და მე-2 პარტია 6:4 მოიგო, ხოლო მე-3 სეტში კაპიტულაცია გამოცხადა და 1:6 განადგურდა.

თავიანთი მატჩები მოიგეს როჯერ ფედერერმა და გაელ მონფილსმა - „მაესტრო როჯერმა“ არგენტინელ ფედერიკო დელ ბონისს აჯობა, ხოლო მონფილსმა ჯონ ისნერს 3 სეტიანი რთული შეხვედრა მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები