გიოტცე: „ბაიერნის“ დატოვებაზე არასდროს მიფიქრია
Aa
Aa

გიოტცე: „ბაიერნის“ დატოვებაზე არასდროს მიფიქრია

გასულ სეზონში, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი, მარიო გიოტცე მისი სუსტი თამაშის გამო ჟურნალისტების კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა. მსოფლიო ჩემპიონს დიდად არც „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გუარდიოლა ენდობოდა. ამის გამო ხშირად ვრცელდებოდა ხმები, თითქოს გიოტცეს „ბაიერნის“ დატოვება სურდა. ამ ყველაფრის შესახებ დღეს კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გერმანიის ჩემპიონის რიგების დატოვებაზე არასდროს უფიქრია.

„ჩვენ გვაონდა 2 შესანიშნავი სეზონი, ხოლო წელს კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს დასახული. მე ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვცდილობ, რომ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. „ბაიერნში“ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მის დატოვებაზე არასდროს მიფიქრია“ - განაცხადა მარიო გიოტცემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები