პერესი: რონალდუს პრობლემები არ აქვს
Aa
Aa

პერესი: რონალდუს პრობლემები არ აქვს

„მადრიდის რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლუბის პორტუგალიელ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს გუნდში პრობლემები ქონდა. როგორც ესპანური მედია იუწყებოდა,  პორტუგალიელს დაძაბული ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან, რაც ბოლო თამაშში თვალნათლივ ჩანდა.

„კრიშტიანო არ არის გაბრაზებული. მას უნდა რომ გაიტანოს, მაგრამ როცა ამას ვერ აკეთებს, ის ბრაზდება საკუთარ თავზე. იგი გოლის გატანის მიზნით არის შეპყრობილი და ერთადერთი რასაც ის აკეთებს, შრომობს და მუშაობს საკუთარ თავზე უფრო და უფრო მეტს. რონალდუს ყოველთვის გაქონდა, როცა ჩვენ გვჭირდებოდა“ - განაცხადა ფლორენტინო პერესმა

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის „პრიმერადივიზიონში“ ჩატარებული ორი ტურის შემდეგ, რონალდოს მეტოქეთა კარი ჯერ არ დაულაშქრავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები