ლებრონი „კლივლენდს“ ხელმეორედ ტოვებს?!
Aa
Aa

ლებრონი „კლივლენდს“ ხელმეორედ ტოვებს?!

წლევანდელი სეზონის შემდეგ ლებრონს საშუალება აქვს „კლივლენდის“ 35 მილიონიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადოს და თავისუფალი აგენტების ბაზარი მოსინჯოს.

გავრცელებული ინფორმაციით ჯეიმსი არჩევანს 4 გუნდს შორის გააკეთებს, ესენია: „ფილადელფია“, „ლეიკერსი“, „ჰიუსტონი“ და „კლივლენდი“. როგორც ამერიკელი ჟურნალისტები იტყობინებიან ლებრონის გადაწყვეტილება დიდწილად „კლივლენდ კავალიერსის“ წლევანდელ შედეგზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ექსპერტები ირწმუნებიან რომ ჯეიმსი არსად წავა და კვლავ „კავალიერსში“ განაგრძობს თავის საკალათბურთო კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ლებრონი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და საშუალოდ 27 ქულას, 8.4 მოხსნას და 9 გადაცემას აგროვებს. წლევანდელ სეზონში „მეფე“ ხელფასის სახით 33 მილიონს იღებს.

„კლივლენდ კავალიერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებითა და 26 მარცხით მე-3 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები