Aa
Aa

"ვბრუნდები, რათა გულშემატკივარს სანახაობა ვაჩუქო" - პაკიაო ისევ იჩხუბებს...

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, მენი პაკიაო კრივს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და ივნისში მორიგ შეხვედრას გამართავს.

როგორც ირკვევა, პაკიაო 24 ივნისს კუალა ლუმპურში არგენტინელ ლუკას მატისის დაუპირისპირდება.

35 წლის მატისი ნახევრად საშუალო წონაში ერთ-ერთი უძლიერესია და კარიერის მანძილზე ჩატარებული 44 ორთაბრძოლიდან, მხოლოდ 4 აქვს წაგებული.

მენი პაკიაო 39 წლისაა და მისი განცხადებით, კრივში დაბრუნება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ამ სპორტის გულშემატკივრები გაახაროს და სანახაობა აჩუქოს.

ჯერჯერობით, პაკიაოსა და მატისის ბრძოლა ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა როგორც იწერება ყველაფერი გადაწყვეტილია.

ცხელი ამბები