მამუკელაშვილის დასანანი მარცხი კონფერენციის მეოთხედფინალში
Aa
Aa

მამუკელაშვილის დასანანი მარცხი კონფერენციის მეოთხედფინალში

გამთენიისას „მედისონ სქუეარ გარდენში“ სტარტი აიღო “Big East”-ის კონფერენციის მეოთხედფინალურმა ეტაპმა.

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი“ „ბატლერს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 75-74 დამარცხდა. შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე „ბატლერი“ ერთი ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, თუმცა „ბულდოგსმა“ ტაილერ ვაიდმანის ორქულიანის წყალობით წინ გასვლა მოახერხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და გუნდს 4 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. სანდრომ 1 სამიანი გამოიყენა და 2-დან 1 საჯარიმო მოათავსა კალათში.

„სეტონ ჰოლს“ კარინგტონმა ულიდერა 17 ქულით, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა დელგადოს - 13 ქულა, 9 მოხსნა.

„ბულდოგსის“ რიგებში კამარ ბალდვინი გამოირჩა 32 ქულით. 17 ქულა მიითვალა კელან მარტინმა.

 

შეგახსენებთ, რომ „ბატლერი“ ნახევარფინალში ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტს - „ვილანოვას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები