ცვლილებები საქართველოს ნაკრებში, „ბორჯღალოსნები“ რუსეთისთვის მზად არიან
Aa
Aa

ცვლილებები საქართველოს ნაკრებში, „ბორჯღალოსნები“ რუსეთისთვის მზად არიან

ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილტონ ჰეიგმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. „ბორჯღალოსნების“ თავკაცმა უკანა ხაზში ფულბექის პოზიციაზე მერაბ კვირიკავშვილი დააბრუნა, რომელიც ნაკრებთან ერთად წელს პირველად ითამაშებს. სოსო მათიაშვილი, რომელმაც სამივე შეხვედრა 15 ნომრის პოზიციაზე ჩაატარა ფრთაზე სანდრო თოდუას ჩაანაცვლებს.

პირველ ხაზში ლევან ჩილაჩავას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ანტონ ფეიქრიშვილი გამოვა.

მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილის ნაცვლად გიორგი ნემსაძისა და ნოდარ ჭეიშვილის დუეტს ვიხილავთ. სუთიაშვილი სათადარიგო სკამზე გადავა, სადაც კიდევ ერთი ცვლილებაა და ზურაბ ჟვანიას ნაცვლად კახა ასეიშვილი ჩაერთვება თამაშში.

სტატისტიკა

რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან. მათ პოლონეთში პირველი თამაში მოგვიგეს, მას შემდეგ კი ‘დათვები’ (რუსეთის ნაკრების თიკუნი) დავამარცხეთ 19-ჯერ და ერთხელაც (2002 წლის 3 მარტი) ფრე იყო.

ამ 21 რკენის ჯამური ანგარიშია 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16.ბორჯღალოსნებიდან რუსეთი ყველაზე მეტჯერ - 12, უძლევიათ მამუკა გორგოძესა და მერაბ კვირიკაშვილს.

რუსეთთან დადებული ლელოებით ლიდერობენ ბესო უდესიანი და ირაკლი მაჩხანელი - 5; 4 ლელოა გიორგი ჩხაიძის ანგარიშზე, 3-3 კი გაიტანეს გია ლაბაძემ, მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ.

„ბორჯღალოსნების“  შემადგენლობა

უკანა ხაზი

მერაბ კვირიკაშვილი, სოსო მათიაშვილი, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, ანზორ სიჭინავა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ნემსაძე (კაპიტანი), ნოდარ ჭეიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, ლაშა ლომიძე.

სათადარიგოები

გიორგი კოშაძე, ლაღა მალაღურაძე, გელა აფრასიძე, ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასეიშვილი, გიორგი მელიქიძე, შალვა სუთიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან დაპირისპირება 10 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით.

ცხელი ამბები