Aa
Aa

შენგელიას 7 ქულა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ვალენსიაში

"ევროლიგის" რიგით 25-ე ტურში პრინციპული შეხვედრა მოიგო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ბასკებმა ესპანურ დერბიში სტუმრად „ვალენსია“ დაამარცხეს და საპლეიოფო შანსები შეინარჩუნეს.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ „ბასკონიამ“ მობილიზაცია მოახერხა და მესამე მეოთხედი სამი, ხოლო მეოთხე მეოთხედი 12 ქულიანი სხვაობით მოიგო. საბოლოოდ შეხვედრა ბასკთა გამარჯვებით 81-71 დასრულდა.

თოკომ მოედანზე 22 წუთი გაატარა და 7 ქულას, 5 მოხსნას და 2 გადაცემას მოუყარა თავი. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, სამჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი წესები მხოლოდ ერთხელ დაარღვიეს.

ბასკთა რიგებში იოჰანეს ვოიტმანი გამოირჩა 16 ქულით, 19 ქულა შესძინა გუნდს მარსელინიო ჰუერტასმა.

„ვალენსიას“ ტრადიციულად ფერნანდო სან ემეტერიომ ულიდერა 15 ქულით, 10 ქულა ჩაიწერა აქტივში ტიბორ პლაისმა.

„ბასკონია“ 12 მოგებითა და 13 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება, მისმა უშუალო კონკურენტმა „მაკაბიმ“ თავისი შეხვედრა სტუმრად თურქეთში „ეფესთან“ 94-81 მოიგო .

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები