ვილი სანიოლი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

შიშის გარეშე თამაში და ამბიციის დაბრუნება | ვილიმ მიზნებზე ისაუბრა

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში საქართველო ესპანეთს მიიღებს. „ფურია როხასთან’’ მატჩის წინ ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე’’ პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი: 

გუნდში ახლა ძალიან კარგი განწყობაა. გაცილებით უკეთესი, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში იყო. ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე. მათ ვუთხარი, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგი კმაყოფილების საფუძველს არ გვაძლევდა. ასევე, ვისაუბრეთ ხარვეზებზე, თუ რა უნდა გამოვასწოროთ. ფეხბურთელებმა ჩემი სიტყვები სწორად მიიღეს, მათგან დადებითი რეაქცია იყო.

„ჩვენ პატარა გუნდი ვართ, ფეხბურთელების ჩანაცვლება გვიჭირს. ამიტომ საჭიროა ახალი ფეხბურთელების გამოჩენა, რომ დიდი კონკურენცია იყოს. ვიმედოვნებთ, ხვალ შიშის გარეშე ვითამაშებთ - დაინახონ, რომ გუნდს ამბიციურად თამაში შეუძლია“. 

ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. დრო დაგვჭირდა მიწაზე დასაშვებად. გამოცდილმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, კარიერაში დიდ მიზანს მიაღწიეს. ამის შემდეგ იგივე ემოციებით მოედანზე გასვლა გაჭირდა. ახლა სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ იგივე ემოციით ვითამაშოთ, ამბიცია გაჩნდეს და კვლავ წარმატებულად ვითამაშოთ“.

„ჩვენ გვჭირდება ქომაგთა მხარდაჭერა. გუნდს და ქომაგებს შორის ურთიერთობა ქორწინებას გავს, არის რთული და არის კარგი მომენტები. ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვართ, თუმც გვჭირდება ის მხარდაჭერა, რაც ქართველ ქომაგებს ახასიათებდათ. ასევე, ქომაგებმა ფეხბურთელებისგან მეტი ენერგია და მეტი ამბიცია უნდა დაინახონ"

 4 ტურის შემდეგ ესპანეთი 12 ქულით პირველზეა, 15 გოლი გაიტანა და გოლი არ გაუშვია, თურქეთი 9 ქულით მეორეზეა, 13 გოლი გაიტანა და 10 გაუშვა, 10-დან 6 „ფურია როხამ'' თურქეთში გაუტანა. საქართველოს ნაკრები 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, შინ ბულგარეთი დაამარცხა, თუმცა მთავარ კონკურენტ თურქეთთან ორივე მატჩი დათმო.

საქართველო - ესპანეთის მატჩი „დინამო არენაზე'' 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ისტორიული გოლი - პსჟ-მა ლიონს ბოლო წუთზე მოუგო
ხვიჩას ისტორიული გოლი - პსჟ-მა ლიონს ბოლო წუთზე მოუგო