იდეები, გეგმა და საბრძოლო სულისკვეთება | ბერძენთა მწვრთნელი ქართველებზე (U21)
Aa
Aa

იდეები, გეგმა და საბრძოლო სულისკვეთება | ბერძენთა მწვრთნელი ქართველებზე (U21)

საბერძნეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანის ტაუსიანისმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა, რომელიც საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ტაუსიანისი:„საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე მატჩს საქართველოს წინააღმდეგ გავმართავთ, ჩვენს მეტოქეს აქვს იდეები, გეგმა და საბრძოლო სულისკვეთება. ვემზადებით ყველა დონეზე, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის თამაში, რაც გასულ შეხვედრებში ვაჩვენეთ. ჩვენი გუნდის სახე კონცენტრაციაზეა დაფუძნებული და ჩვენს სათამაშო სტილთან კავშირშია. ასევე, დაფუძნებულია ერთობაზე. ეს ის სახეა, რომელიც გამარჯვებამდე მისასვლელ კარგ წინაპირობებს ქმნის’’.

ამ მომენტში საბერძნეთი 9 ქულით პირველ ადგილზეა, სამივე მატჩი მოიგო და ჯგუფში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. აღსანიშნავია რომ ბერძნებმა გასვლაზე გერმანელები დაამარცხეს (2:3).

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა სამ მატჩში 5 ქულა დააგროვა, ჩრდილოთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად ფრედ ითამაშა, შემდეგ კი გასვლაზე მალტა გაანადგურა (0:5).

საბერძნეთი - საქართველოს 21-წლამდე გუნდების მატჩი დღეს, 11 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: სწორედ ამ მიზეზით, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია
კვარაცხელია: სწორედ ამ მიზეზით, ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია