ვალვერდე პსჟ - რეალზე:
Aa
Aa

ვალვერდე პსჟ - რეალზე: "ასეთი სცენარის დროს რეალი ყოველთვის კარგია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სა და "რეალის" დაპირისპირება შეაფასა.

"პირველ შეხვედრაში "პსჟ" კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ "რეალმა" შეხვედრის მიწურულს ორი ბურთის გატანა მოახერხა და მათ შესანიშნავი შედეგი დააფიქსირეს.

რეალი ყოველთვის რეალია. ისეთ სცენარში, როგორიც ეს "პარკ დე პრენსზე" იყო, მადრიდელები ყოველთვის კარგები არიან. ისინი პარიზელებზე უკეთესები იყვნენ".

ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც 1/4 ფინალში "რეალთან" შესაძლო დაპირისპირებას ეხებოდა, ვალვერდემ მოკლედ უპასუხა: "ჩვენი მეტოქე ჩელსია და ისინი უნდა დავამარცხოთ".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ჩელსის" შორის 1/4-ის განმეორებითი მატჩი "კამპ ნოუზე" 14 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები