ტოტენჰემი - იუვენტუსი: მატჩის შემდგომი კომენტარები
Aa
Aa

ტოტენჰემი - იუვენტუსი: მატჩის შემდგომი კომენტარები

 

"ტოტენჰემისა" და "იუვენტუსის" მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს და მათ შორის, რამდენიმე საინტერესო განცხადებაც გაკეთდა.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): „ჩვენს შანსს მშვიდად ველოდით და ვთვლი, რომ შემდეგ ეტაპზე აბსოლუტურად დამსახურებულად გავედით.

პირველ ტაიმში ხარვეზები გვქონდა, თუმცა შესვენების შემდეგ თამაში გამოვასწორეთ. ფლანგების გაძლიერება იყო საჭირო და მოედანზე ასამოა-ლიხშტაინერის შეშვება გადავწყვიტე, რამაც გაამართლა და ძალიან ბედნიეირ ვარ.

ჩემი ფეხბურთელები ქების ღირსნი არიან. ამაყი ვარ, რომ მათი მწვრთნელი ვარ“.

***

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "ჩვენთვის დიდებული ღამეა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა. „ტოტენჰემი“ ბევრ მომენტს ანიავებს. ჩვენ კი შანსს ველოდით და გამარჯვების გვჯეროდა.

ცუდი პირველი ნახევრის შემდეგ, მივხვდით, რომ სიმშვიდე გვჭირდებოდა. კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე მოვახდინეთ და მომენტებიც შევქმენით, რომლებიც გოლებით დავასრულეთ“.

***

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი): „სამი წუთიც არ დაგვჭირდა, რომ ორი შეცდომის შედეგად 2 გოლი გაგვეშვა, რამაც საბოლოოდ ტურნირს გამოგვთიშა.

მიმაჩნია, რომ ორივე შეხვედრაში მეტს ვიმსახურებდით. ამაყი ვარ, რადგან შესანიშნავად ვითამაშეთ და პირველ გოლამდე ვდომინირებდით.

დიახ, მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში „დაიმსახურე“ არ ითვლება. გამარჯვებისთვის გოლის გატანაა საჭირო და არა გაშვება.

„იუვე“ ჩვენს საჯარიმოს სულ 2-3-ჯერ მოუახლოვდა და მათ გასამარჯვებლად ეს იკმარეს. ეს არის კლასი. ასეთ დონეზე გამოცდილების მისაღებად, ასეთი მატჩების ჩატარება აუცილებელია“.

***

ჰონ მინ სონი (ტოტენჰემი): „ჩემი გუნდელებით ვამაყობ. შესანიშნავი ქომაგები გვყავს და მათ მინდა, რომ ბოდიში მოვუხადო, რადგან ისინი მეტს მოელოდნენ.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ჩვენ წინსვლას განვაგრძობთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები