არნე სლოტი
Aa
Aa

სრული ნდობა სლოტს - ლივერპული მწვრთნელის შეცვლას არ აპირებს

პრემიერ ლიგაში, წარუმატებელი შედეგების მიუხედავად, „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა არნე სლოტს მხარს უჭერს და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებას არ განიხილავს.

გავლენიანმა სატრანსფერო ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ, დღევანდელ ლაივზე განაცხადა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფისგან ზეწოლის ქვეშაა, თუმცა დირექტორთა საბჭოსგან ნდობას ინარჩუნებს.

რომანო ამბობს:

„ჩემი ინფორმაცია უტყუარია - „ლივერპული“ კვლავ მხარს უჭერს არნე სლოტს. კლუბი თვლის, რომ რთული სიტუაციის გამოსასწორებლად ის შესაფერისი ადამიანია და ზაფხულში განხორციელებული დიდი ცვლილებების შემდეგ, გუნდის იერსახის შენარჩუნება შეუძლია. სხვა მწვრთნელებთან, ან მის აგენტებთან კონტაქტი არ ყოფილა. კლუბის მფლობელები, დირექტორები და მოთამაშეები სლოტის გარშემო ერთსულოვნები არიან და მხარს უჭერენ.“

პრემიერ ლიგაში „ლივერპულს“ 11 ტურის შემდეგ 6 მოგება და 5 მარცხი აქვს და, შესაბამისად, 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. გუნდმა შიდაჩემპიონატში ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო და 5 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები