პოგბამ მოურინიოს წინადადება არ მიიღო
Aa
Aa

პოგბამ მოურინიოს წინადადება არ მიიღო

როგორც პოპულარული გამოცემა „L’equipe“ იტყობინება, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის „ჩელსის“ პორტუგალიელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო პირადად დაუკავშირდა ტურინის „იუვენტუსის“ 22 წლის ნახევარმცველ პოლ პოგბას და „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა შესთავაზა, თუმცა ფრანგმა პორტუგალიელის წინადადება არ მიიღო.

თავად პოგბა აცხადებდა, რომ უარის მიზეზი მისით „ბარსელონასა“ და „რეალის“ მხრიდან დაინტერესება იყო, ხოლო „ბიანკონერის“ ბოსების მტკიცებით, მათ „არისტიკრატთაგან“ არავინ დაკავშირებია. ამასობაში, „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ პოლ პოგბას პოტენციურ მყიდველს მინიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები