იტალიური პრესა: მირანდა
Aa
Aa

იტალიური პრესა: მირანდა "ინტერს" ზაფხულში დატოვებს

იტალიური პრესის ცნობით, მილანის „ინტერის“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ჟოაო მირანდა ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

Calciomercato-ს თქმით, „ნერაძურიში“ მირანდას თამაში კმაყოფილი არ არიან და ზაფხულში მის გაყიდვაზე იმუშავებენ.

მირანდას კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თანაც იგი ვეტერანია და სექტემნერში 34 წლის გახდება.

„ინტერის“ ხელმძღვანელები მირანდას შემცვლელად „ლაციოს“ უკანა ხაზელ შტეფან დე ვრაის მოიაზრებს, რომლის „სტადიო ოლიმპიკოდან“ ზაფხულში წასვლა ასევე გადაწყვეტილი ამბავია.

„შავ-ლურჯებმა“ მირანდა 2016 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ შეიძინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები