რობენმა მარტინს ინდი გააკრიტიკა
Aa
Aa

რობენმა მარტინს ინდი გააკრიტიკა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, არიენ რობენმა ბრუნო მარტინს ინდი გააკრიტიკა, რომელმაც ისლანდიასთან მნიშვნელოვან შეხვედრაში საკუთარი გუნდი ათი კაცით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ინდიმ მატჩის 33–ე წუთზე, კოლბეინ სიგტორსონთან შეტაკების შედეგად წითელი ბარათი მიიღო. საბოლოოდ, უმცირესობაში ყოფნამ საკუთარი როლი ითამაშა და ისლანდიელებმაც შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

„როგორც კაპიტანმა, უნდა დავიცვა მოთამაშეები. თუმცა, ამ შემთხვევაში ბრუნო მარტინს ინდიმ სხვა გზა არ დამიტოვა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ძალიან სულელური საქციელი მისი მხრიდან. მან გუნდი უმცირესობაში დატოვა, რაც ძალიან ცუდია. არც ისე სერიოზული დამამშვიდებელი ამბავია თურქებისა და ლატვიელების ფრე. მესამე ადგილზე ვართ და ევროზე ფლეი–ოფით მოხვედრის შანსები ჩვენს ხელშია. ჯერჯერობით ყველაფერი შესაძლებელია. იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ ფეხბურთი იმით არის მომხიბვლელი, რომ ყოველთვის გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი“ - განაცხადა არიენ რობენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები