NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

შარლოტა - ფილადელფია 114 - 128

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 8 შეხვედრა გაიმართა, ტურის გახსნითი მატჩი ჩრდილოეთ კაროლინაში შედგა, სადაც ერთმანეთს „შარლოტ ჰორნეტსი“ და „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ დაუპირისპირდა. „ფილამ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება არ გასჭირვებია.

„ჰორნეთსის“ რიგებში დუაით ჰოვარდი გამოირჩა 30 ქულით. თამაში არ წაუვიდა კემბა ვოკერს, რომელმაც 9-დან მხოლოდ 1 ბურთი მოათავსა კალათში.

„ფილადელფიას“ მხრიდან სასტარტოს ყველა კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიანი ნიშნულს. 22 ქულა მიითვალა რობერტ კოვინგტონმა, ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში ბენ სიმონსმა - 16 ქულა, 13 გადაცემა.

 

35 მოგებითა და 28 მარცხით „ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

ოკლაჰომა - ჰიუსტონი 112 – 122

ზედიზედ მე-16 შეხვედრა მოიგო „ჰიუსტონ როქეთსმა“ ტეხასელებმა ამჯერად სტუმრად „ოკლაჰომა“ 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

„ჰიუსტონის“ რიგებში ორმაგი დუბლი მიითვალა ჯეიმს ჰარდენმა - 23 ქულა, 11 გადაცემა. 25 ქულა შესძინა გუნდს კრის პოლმა. სათადარიგო სკამიდან ტრადიციულად კარგად ჩაერთო ერიკ გორდონი. „როქეთსის“ უკანახაზელმა 14 ქულას მოუყარა თავი.

„ოკლაჰომას“ ტრადიციულად რასელ ვესტბრუკმა ულიდერა 32 ქულით, სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს კორი ბრიუერმა.

ჰიუსტონი“ 50 მოგებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

გოლდენ სტეიტი - ბრუკლინი 114 – 101

მორიგი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა - „გოლდენ სტეიტმა“, „მეომრებმა“ ამჯერად საშინაო არენაზე „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხეს.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში სტეფ კარი გამოირჩა 34 ქულით, 19 ქულა ჩაიწერა აქტივში კევინ დურანტმა.

„ბრუკლინის“ მხრიდან დეანჯელო რასელი გამოირჩა 20 ქულით. 19 ქულა შესძინა გუნდს დემარი კეროლმა, სათადარიგო სკამიდან 10 ქულის დაგროვება მოახერხა კარის ლევერტმა.

„მეომრები“ 50 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ „ჰიუსტონზე“ მხოლოდ ერთით მეტი წაგება აქვს.


კლიპერსი - ნიუ ორლეანი 116 - 121

დღევანდელი ტური ლოს-ანჯელესში „კლიპერსისა“ და „პელიკანსის“ დაპირისპირებით დასრულდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და „ნიუ ორლეანის“ 5 ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

„კლიპერსს“ ტობაიას ჰარისმა ულიდერა 27 ქულით, ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში  დეანდრე ჯორდანმა - 10 ქულა, 20 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან მშვენივრად ჩაერთო ლუ ვილიამსი „კლიპერსის“ უკანახაზელმა შეხვედრა 27 ქულითა და 11 გადაცემით დაასრულა.

ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო „პელიკანსმა“. „ნიუ ორლეანს“ ტრადიციულად ენტონი დევისმა ულიდერა 41 ქულითა და 13 მოხსნით. 13 ქულა მიითვალა სათადარიგო სკამიდან ნიკოლა მიროტიჩმა.

37 მოგებითა და 26 მარცხით „ნიუ ორლეან პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები:

ტორონტო - ატლანტა 106 – 90

ვაშინგტონი - მაიამი 117 – 113

დალასი - დენვერი 118 – 107

 

პორტლენდი - ნიუ იორკი 111 – 87

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები