გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "მაღალ დონეზე ვთამაშობთ, მაგრამ ბარსელონამდე ბევრი გვიკლია"

"მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა პეპ გუარდიოლამ UEFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბრისას თავის გუნდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ჯერ "ბარსელონას" დონეზე არ იმყოფებიან.

"მაღალ დონეზე ვთამაშობთ და იმისთვის, რომ "ბარსელონას" დონეზე ვიყოთ, ასეთი ფორმა დიდი ხნის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ. ჯერჯერობით, მხოლოდ 1 ტიტული გვაქვს მოპოვებული, "ბარსა" კი ევროპაში 15-20 წელია დომინირებს. ჩვენ, ამ დონეზე ჯერ არ ვიმყოფებით".

პეპის გუნდი სეზონში მეორე ტიტულის მოგებასთან ძალიან ახლოსაა. "სიტი" პრემიერლიგის უახლოეს 4 შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას, თუ მოახერხებს ნაადრევ ჩემპიონობას იზეიმებენ.

"ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად ითვლება. ლიგა არის ერთადერთი ტურნირი, რომელზეც გუარდიოლა "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ ჩვეულად ვეღარ დომინირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები