ლამპარდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
Aa
Aa

ლამპარდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

„ჩელსის“ ლეგენდას, ფრენკ ლამპარდს არაერთი მიღწევა აქვ. ამჯერად კი იგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და შესაბამისი სერთიფიკატიც გადაეცა. საქმე ისაა, რომ ფრენკმა ინგლისის პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს მოასპარეზე 39 კლუბის კარის დალაშქვრა მოახერხა.

38 გუნდის კარში აქვს გატანილი გოლები „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ ენდი კოულს, ამჟამად ნიუ იორკის „რედ ბულის“ წევრმა ლამპარდმა კი „ოლდ ტრაფორდელის“ მიღწევა მას შემდეგ გააუმჯობესა, რაც „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა და ცისფერი მაისურით გამოსვლისას ყოფილ თანაგუნდელებს გოლი გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები