კვიპროსული კლუბის პრეზიდენტი ქართველებმა მოკლეს
Aa
Aa

კვიპროსული კლუბის პრეზიდენტი ქართველებმა მოკლეს

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ „კარმიოტისას’’ მფლობელი და პრეზიდენტი სტავროს დემოსთენუ ქართველებმა მოკლეს. 49 წლის ბიზნესმენს თავს მაშინ დაესხნენ, როცა სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა. მკვლელობა ქალაქ ლიმასოლში, მისი სახლიდან ოთხას-ხუთას მეტრში მოხდა.

დემოსთენუს მკვლელობის საქმეზე ორი ქართველია დაკავებული, მათი ასაკი 28 და 31 წელია, მკვლელობის შემდეგ კვიპროსიდან გაიქცნენ, თუმცა შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ სალონიკში დააკავა.

წარსულში დემოსთენუ კიდევ ერთ კვიპროსულ კლუბს, ლიმასოლის აელ-ს მართავდა, ამ კლუბის პრეზიდენტი იყო. ასევე, ამ ქალაქის კიდევ ერთი კლუბისთვის, ლიმასოლის „აპოლონისთვის'' მუშაობდა. გარდა ამისა, როგორც კვიპროსული მედია წერს, გარკვეული პერიოდი საფეხბურთო აგენტი იყო.

როგორც გითხარით, დემოსთენუ „კარმიოტისას'' მმართავდა. კლუბში მისი ტყუპი შვილები, 18 წლის რაფაილი და სტავროსი თამაშობენ. გასულ სეზონში „კარმიოტისა'' რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები