მამუკელაშვილის
Aa
Aa

მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" მეოთხედფინალში "ბატლერს" დაუპირისპირდება

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ NCAA-ს რეგულარული სეზონი გუშინ ღამით „ბატლერთან“ 7 ქულიანი საშინაო გამარჯვებით დაასრულა. „მეკობრეებმა“ 31 თამაშიდან 21 მოიგეს, ხოლო კონფერენციის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან 10 დასრულდა მათ სასარგებლოდ. შეგახსენებთ, რომ საპლეიოფო განთესვა სწორედ კონფერენციის შიგნით მიღწეული შედეგით ხდება.

მამუკელაშვილის გუნდი “BIG EAST”-ში მესამე ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში მეექვსე ნომრად განთესილ „ბატლერს“ დაუპირისპირდება.კონფერენციის ფორმატიდან გამომდინარე პლეიოფში მონაწილეობას ათივე გუნდი მიიღებს,  7-10 ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთში გამოავლენენ საუკეთესო ორს, რომელიც მეოთხედფინალში კონფერენციის გამარჯვებულ „ქსავიერსა“(15-3) და მეორეადგილოსან - „ვილანოვას“(14-4) დაუპირისპირდება.

ქართველი ფორვარდი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 2.7 ქულას და 1.9 მოხსნას აგროვებს.

“BIG EAST“-ის პლეიოფი სტარტს 7 მარტს ნიუ იორკში, „მედისონ სქუეარ გარდენში“ აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები