ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მელვინ ბარს კოშმარი მოუწყო | მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში პსჟ-მ შინ „ნიცას’’ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ გონსალუ რამუშმა გაიტანა. კვარამ დაცვაშიც კარგად ითამაშა, როცა პირველ ტაიმში ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი თავით მოიგერია.

Foot Mercato: „პირველ ტაიმში „ნიცას’’ მარცხენა მცველს, მელვინ ბარს ნამდვილი კოშმარი მოუწყო, გააწამა: ტემპის შეცვლები, სხეულის მოძრაობით მოტყუებები, ფეხებს შორის ბურთის გაძვრენა... ის იყო ნაპერწკალი, რომელიც პსჟ-ს შეტევებს სიცოცხლეს სძენდა. აშკარა იყო, რომ ეს მხოლოდ მას შეეძლო და ამას „ნიცას’’ მცველებიც გრძნობდნენ, რომლებიც ხშირად უკან იყურებოდნენ. ლის გადაცემის შემდეგ შესანიშნავი პასი შეასრულა და რამუშმა გოლი გაიტანა’’.

Maxifoot: „გარემარბს პირველ ტაიმში თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა საკუთარ საჯარიმოში გადამწყვეტი იყო, როცა მეკარესთან ახლოს მყოფმა ბურთი თავით მოიგერია. მეორე ტაიმში უფრო მეტს ქაოსს ქმნიდა „ნიცას’’ დაცვაში. განსაკუთრებით მისი საგოლე პასია გამოსარჩევი, როცა რამუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.’’

beIN SPORTS USA: „კვარაცხელიამ კარის ხაზზე შესანიშნავად იმოქმედა და გუნდი გოლისგან იხსნა. „ნიცა'' ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო, ტომ ლუშეს შესრულებული კუთხურის შემდეგ ჯუმა ბამ პსჟ-ს კარისკენ ახლო მანძილიდან დაარტყა, ხვიჩა კვარაცხელიამ სწრაფად იმოქმედა, კარის ხაზზე აღმოჩნდა და პსჟ გადაარჩინა''.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩას გოლი არ გაუტანია, 9 მატჩში მის აქტივში 2 საგოლე პასია.

ხვიჩას საუკეთესო მომენტები დღევანდელი მატჩიდან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2022 წელს კვარას ტრანსფერზე ვმუშაობდით | ფურნიე ხვიჩას თვისებებმა მოხიბლა
2022 წელს კვარას ტრანსფერზე ვმუშაობდით | ფურნიე ხვიჩას თვისებებმა მოხიბლა