დანილოს შეძენა „რეალს“ 39.3 მილიონი ევრო დაუჯდება
Aa
Aa

დანილოს შეძენა „რეალს“ 39.3 მილიონი ევრო დაუჯდება

როგორც ესპანური გამოცემა „AS“-ი იტყობინება, მადრიდის „რეალს“ „პორტოს“ მცველის დანილოს შეძენა 39.3 მილიონი ევრო დაუჯდება

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „სამეფო კლუბს“ ბრაზილიელ ფეხბურთელში 31.5 მილონი უნდა გადაეხადა, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, საქმეში რამოდენიმე ნიუანსი კიდევ არსებობს. 31.5 მილიონს „რეალი“ პორტუგალიურ კლუბს გადაუხდის, 1.8 მილიონს კი ბრაზილიურ „სანტოსს“, რომლის ღირსებასაც ფეხბურთელი „პორტოში“ გადასვლამდე იცავდა. ამ ტრანსფერით დანილოს აგენტიც იხეირებს, რომელიც მადრიდელებისგან 4 მილიონს მიიღებს. ბოლოს კი 1.5 მილიონს „ამერიკა მინეირო“ და „სანტოსიც“ მიიღებენ, რომლებმაც ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ფიფას წესების თანახმად აღნიშნული თანხა „პორტოსაც“ ეკუთვნის, თუმცა პორტუგალიურმა კლუბმა ამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადა. ამას გარდა იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელმა სეზონის ბოლომდე დაზიანება მიიღო, მისი მკურნალობის ხარჯებს ასევე მადრიდის „რეალი“ დაფარავს.

 

შეგახსენებთ, რომ დანილო „რეალს“ სეზონის ბოლოს შეუერთდება და კონტრაქტს 2021 წლამდე გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები