ლილ რელ ჰაუერი: კაირი გაცვლის შემდეგ უბედნიერესი ადამიანი იყო
Aa
Aa

ლილ რელ ჰაუერი: კაირი გაცვლის შემდეგ უბედნიერესი ადამიანი იყო

კაირი ირვინგმა „კლივლენდის“ ხელმძღვანელობას გაცვლა ივლისში მოთხოვა, 25 წლის გამთამაშებელს ისეთ გუნდში სურდა თამაში, სადაც გაცილებით მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა. საბოლოოოდ ირვინგი „ბოსტონში“ აიზეა ტომასის, ჯაე კრაუდერის, ანტე ზიზიჩის და „ბრუკლინის“ პირველი რაუნდის არჩევნის უფლების სანაცვლოდ გაუშვეს

„ბოსტონისა“ და „კლივლენდის“ გაცვლაზე კომენტარი გააკეთა მსახიობმა ლილ რელ ჰაუერმა, რომელიც კაირისთან ერთად “Uncle Drew“-ში იღებს მონაწილეობას. ირვინგმა გაცვლის შესახებ გადასაღებ მოედანზე გაიგო. ფილმს ვიღებდით, როდესაც მისი მეგობარი შემოვიდა და კაირის რაღაც ჩასჩურჩულა. ირვინგს თვალები გაუბრწყინდა და უეცრად უბედნიერეს ადამიანად იქცა, გადასაღები მოედნიდან გაიქცა და სირბილი დაიწყო. ფილმის ყურებისას ნახავთ მომენტს, სადაც კაირი ცეკვავს, ეს ეპიზოდი სწორედ მაშინაა გადაღებული, როდესაც კაირიმ გაცვლის შესახებ გაიგო და ემოციები აბსოლუტურად რეალურია.

წლევანდელ სეზონში 25 წლის გამთამაშებელი 24.8 ქულას და 5.1 გადაცემას აგროვებს. „ბოსტონ სელტიკსი“ კი 44 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ  “Uncle Drew“ კინოთეატრებში  2018 წლის ზაფხულში გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები