მიულერს პოლონეთის დამარცხების იმედი აქვს
Aa
Aa

მიულერს პოლონეთის დამარცხების იმედი აქვს

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში გერმანიის ეროვნული ნაკრები ჯერ მხოლოდ მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის ლიდერი კი პოლონეთის ეროვნული ნაკრებია, რომელთანაც გერმანელები საპასუხო მატჩს, ხვალ ფრანკფურტის სტადიონზე გამართავენ. პირველ თამაშში პოლონელებმა გერმანელებს 2:0 სძლიეს.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი, თომას მიულერი ჟურნალისტებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ მათ პოლონელებთან ანგარიში აქვთ გასასწორებელი.

„შეიძლება ეს იყოს ყველაზე რთული მატჩი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. მართალია პირველი შეხვედრა პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან დავთმეთ, მაგრამ ხვალ თეთრ არწივებთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. ამის შემდეგ კი შოტლანდიაში საინტერესო გასვლით მატჩი გველის“ - განაცხადა მიულერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება ხვალ 4 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 სთ-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები