Aa
Aa

"ბასკონიასა" და შენგელიას მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება

ევროლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელების შემდეგ, თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

„ბასკონიამ“ სტუმრად „სარაგოსას“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე 98:74 სძლია.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი 14 ქულა, 9 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

შენგელიას მონაგარი გაცილებით მეტიც იქნება, მაგრამ მატჩის ბედის ნაადრევად გადაწყვეტის გამო, ბასკთა მთავარმა მწვრთნელმა მას დასვენების საშუალება მისცა და ნაადრევად შეცვალა.

„ბასკონია“ სატურნირო ცხრილში 14 გამარჯვებით მე-4 ადგილზე იმყოფება.

თავისი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „უნიკახამაც“, რომელმაც მადრიდში „ესტუდიანტესს“ 72:57 სძლია.

შერმადინს მცირე ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

„უნიკახა“ „ბასკონიას“ ერთი გამარჯვებით ჩამორჩება და ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები