იარმოლენკოს „ბარსელონაში“ თამაში სურს
Aa
Aa

იარმოლენკოს „ბარსელონაში“ თამაში სურს

ანდრეი იარმოლენკო კარიერის გაგრძელებას მხოლოდ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში აპირებს. ამის შესახებ „Football Espana“ იუწყება. კიევის დინამოს თავდამსხმელმა “ევერტონის” წინადადება უარყო, რადგან კატალონიელთა რიგებში თამაშს ჯერ კიდევ იმედოვნებს. ინგლისელები კიეველებს 25 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა უკრაინელისგან უარი მიიღეს.

„ბარსელონა“ მზადაა, იარმოლენკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია. კატალონიელები ფეხბურთელის ყიდვას ზამთარში გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი „ჩემპიონთა ლიგის“ განაცხადში შეიყვანეს, სწორედ ამიტომ, „ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში, ევროთასებზე კატალონიური კლუბის დახმარებას ვერ მოახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები