Aa
Aa

"ფიორენტინას" კაპიტანი გარდაიცვალა

იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ახალი ტრაგედია დატრიალდა - ფლორენციის "ფიორენტინამ" კაპიტანი დაკარგა.

ფლორენციული კლუბს დღეს "უდინეზეს" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ხოლო უდინეში არსებულ ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც "ფიორენტინას" ფეხბურთელები იყვნენ დაბანაკებული, 31 წლის დავიდე ასტორი, საძინებელ ოთახში გარდაცვლილი დახვდათ.

"შეძრწუნებული ვართ იმის გამო, რომ ჩვენი გუნდის კაპიტნის გარდაცვალების შესახებ უნდა გაცნობოთ. 

ამ საშინელ და დელიკატურ სიტუაციაში, მედიას ვთხოვთ, რომ ოჯახსა და ახლობლებს პატივი სცეს და ყველაფერს გაგებით მოეკიდოს". - ვკითხულობთ "ფიორენტინას" ოფიციალურ განცხადებაში.

დავიდე ასტორი მამა 2 კვირის წინ პირველად გახდა...

მას კარიერის მანძილზე "მილანში", "კალიარიში", "რომასა" და "ფიორენტინაში" უთამაშია, ხოლო იტალიის ნაკრების ფორმა 14 შეხვედრაში მოირგო.

სერია A-ს ორი მატჩი - "ჯენოა"-"კალიარი" და "უდინეზე"-"ფიორენტინა" უკვე გადაიდო და დიდი შანსია, ამ ტურის დანარჩენი შეხვედრებიც არ ჩატარდეს.

პ.ს. "ფიორენტინას" მიერ რამდენიმე წუთის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასტორი ძილში გარდაიცვალა და იგი მოულოდნელმა დაავადებამ იმსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები