Aa
Aa

სამიდან სამი - საქართველომ ესპანეთიც დაამარცხა!

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და - გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, რომელიც "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 9:3 დასრულდა.

ჩვენებმა მეტოქის ხაზი რამდენიმეჯერ გაჭრეს, თუცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი აგრესია იყო საჭირო, რაც გვაკლდა.

ესპანელებზე კი უნდა ითქვას, რომ ნამდვილად მომატებული აქვთ და მათი გამარჯვებები რუსეთთან და რუმინეთთან შემთხვევითი არ ყოფილა.

მეორე ნახევარი "ბორჯღალოსნების" ტოტალური უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ ტექნიკური ლელოთი დასრულდა.

ესპანეთმა თავისი ჩათვლის ხაზთან ჩვენს შერკინებებს ვერ გაუძლეს და რამდენიმეჯერ ჩაშალეს, მსაჯმა კი საბოლოოდ ტექნიკური ლელო მოგვცა და ანგარიში 16:3 გახდა.

ტაიმის მეორე ნახევარში ესპანელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს და ბოლო წუთებზე ხანგრძლივი შეტევის შედეგად ნანატრი ლელოც დადეს - 16:10.

უნდა აღვნიშნოთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჩათვლის მოედანში ეს პირველი გაშვებული ლელოა.

გაშვებული ლელოს შემდეგ, "ბორჯღალოსნები" გაბრაზდნენ. პირველივე შეტევაში სწრაფი და აგრესიული შეტევის შედეგად გიორგი მელიქიძემ შეხვედრაში მეორე ლელო დადო.

სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 23:10.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩს 10 მარტს კრასნოდარში რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ.

ცხელი ამბები