ზედიზედ მესამედ! საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ! საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ოფიციალურად მოიპოვა.

რეზო ჩომახიძის გუნდმა რამდენიმე წუთის წინ, ისრაელს სტუმრად 11:10 სძლია და ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებს შორის ზედიზედ მესამედ იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა თბილისში საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით 12:1 დასრულდა და დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, თუმცა როგორც ხედავთ გუნდი საქმეს ბოლომდე პროფესიონალურად მიუდგა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებაც მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი სტარტს 2018 წლის ზაფხუში აიღებს და ტურნირის მასპინძელი ესპანეთი, კონკრეტულად კი ბარსელონა იქნება.

ცხელი ამბები