პედრო: მოურინიოს მიმართ აზრი შევიცვალე
Aa
Aa

პედრო: მოურინიოს მიმართ აზრი შევიცვალე

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა, მისი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. პედრო როდრიგესის განცხადებით, პორტუგალიელი სპეციალისტი, გუნდის თითოეულ ფეხბურთელზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.

„როდესაც მოურინიოს პირისპირ ესაუბრები, ის ძალიან იცვლება. ჟოზე გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ისევე ექცევა როგორც საკუთარი ოჯახის წევრს. ის „ჩელსის“ მოთამაშეებს ძალიან აფასებს და პატივს ცემს მათ. მოურინიოზე წარმოდგენა ნამდვილად შემეცვალა“ - განაცხადა პედრო როდრიგესმა.

პედრო ლონდონის „ჩელსის“ აგვისტოს ბოლო დღეებში შეუერთდა და გოლის გატანა სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები