მაროტა: პოგბას ფასი 100 მილიონს გადააჭარბებს
Aa
Aa

მაროტა: პოგბას ფასი 100 მილიონს გადააჭარბებს

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა მიიჩნევს, რომ პოლ პოგბას ტალანტისათვის ასი მილიონი ევრო არ არის საკმარისი.

„აშკარაა, რომ ინგლისის „პრემიერლიგა“ ყველაზე მდიდარი ჩემპიონატია, რომლის წყალობითაც ბრიტანული კლუბები ნებისმიერ ტრანსფერზე აცხადებენ პრეტენზიას. ადრე რადმენიმე გარიგება შეაფასეს როგორც არანორმალური, მისი სატრანსფერო ღირებულების გათვალისწინებით. თუმცა, მომდევნო წელს, უფრო ხმაურიან შეთანხმებებს ველოდები. დარწმუნებული ვარ, რომ პოგბა მოუმატებს და მის შესაძენად ასი მილიონი ევროც კი არ იქნება საკმარისი. „იუვენტუსმა" საკმაოდ დიდი ფული ჩადო ტრანსფერებში, რადგან საჭირო იყო წამყვანი მოთამაშეების შეცვლა. თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ყველა გაყიდვის შემდეგ არ მიგვიღია სიმდიდრე. პირლოს და ტევესის ასაკის გამო, მათ სანაცვლოდ დიდი თახნა არ მიგვიღია“ - განაცხადა მაროტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები