ო'სალივანისა და ჰიგინსის სუპერმატჩი
Aa
Aa

ო'სალივანისა და ჰიგინსის სუპერმატჩი "უელსის ღია პირველობის" 1/4 ფინალში

უელსის დედაქალაქ კარდიფში მიმდინარე სნუკერის ღია პირველობაზე, 1/4 ფინალური მატჩების ჯერი დადგა.

გუშინდელ სათამაშო დღეს ტურნირის მთავარმა ფავორიტებმა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს.

ამჟამინდელი მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერმა რონი ო’სალივანმა, თანამემამულე მაიკ დანი უშანსოდ, 4 ფრეიმის შემდეგ დაამარცხა და წინა ტურნირის ჩათვლით, საკუთარი მოგებათა სერია 9 თამაშამდე გაზარდა.

ო’სალივანს 1/4 ფინალში თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე - ჯონ ჰიგინსთან დაპირისპირება მოუწევს, რომელმაც ნაიჯელ ბონდს ასევე 4 ფრეიმის თავზე აჯობა.

თავიანთი მატჩები მოიგეს მსოფლიოს მე-8 ნომერმა ბარი ჰოკინსმა და ჩინელმა ამომავალმა ვარსკვლავმა - იან ბინტაომ.

ბინტაომ, რომელმაც გასულ კვირას მსოფლიო გრან პრიზე ო’სალივანთან სუპერდაძაბული შეხვედრა წააგო, საკუთარი კარგი სერია მეტიუ სტივენსის დამარცხებით გააგრძელა და 1/4 ფინალში, მსოფლიოს მე-8 ნომერ ბერი ჰოკინსზე გავიდა.

უელსის ღია პირველობის 1/4 ფინალური დაპირისპირებები დღეს გაიმართება, ო’სალივანისა და ჰიგინსის ცენტრალური მატჩი 23 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჰიგინსი ო’სალივანს ურთიერთშეხვედრებში 11:9-ზე ამარცხებს.

ცხელი ამბები