იბრაჰიმოვიჩი: „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება არასდროს მიფიქრია
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება არასდროს მიფიქრია

როგორც მოგეხსენებათ, გასული სატრანსფერო პერიოდის დროს, „პარი სენ ჟერმენის“ 33 წლის შემტევის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამატება „მილანს“ სურდა. ამ თემაზე გუშინ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ფრანგული კლუბის დატოვებაზე არასდროს უფიქრია.

„მილანს” ნამდვილად სურდა ჩემი შეძენა, თუმცა მე თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა და აზრი არ შემიცვლია. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ“ - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა

შეგახსენებთ, რომ 2010-12 წლებში ზლატანი „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა და პირველივე სეზონში „სერია ა“-ს გამარჯვებული გახდა.

ფეხბურთელი ამჟამად შვედეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება. ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე სკანდინავიელები 5 სექტემბერს მოსკოვში რუსების წინააღმდეგ ითამაშებენ, 8 სექტემბერს კი ავსტრიას უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები