Aa
Aa

ცვლილებები "ჩემპიონთა ლიგაზე"

ჩემპიონთა ლიგის ახალი ციკლი 2018 წელს იწყება, და მასში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

უეფამ ჩემპიონატის ფორმატი უცვლელი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფურ ეტაპზე ისევ 32 გუნდი იასპარეზებს. თუმცა კლუბების მოტივირების მიზნით ფინანსური სარგებლის მიღებისა და საკლუბო კოეფიციენტების მინიჭების წესი შეიცვალა.

ჩემპიონატების გამარჯვებულები და სხვადასხვა ქვეყნის ლიგების წარმომადგენლები, რომლებმაც ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგაზე იგივე წესით გავლენ როგორც აქამდე.

წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად მოხვდებიან, მათთან ერთად კი ერვოპის ტოპ 4 ჩემპიონატის პირველი ოთხეული პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. შემდეგ 8 ადგილს კი რეიტინგის მიხედვით განაწილებული 6 ქვეყნის ჩემპიონატის გუნდები დაიკავებენ. დარჩენილ 6 ადგილს კი საკვალიფიკაციო ეტაპი გამოავლენს. აქედან 4 ადგილს რეიტინგის მიხედვით  დაბალი რანგის ქვეყნების ჩემპიონები შეავსებენ, რასაც ჩემპიონთა გზა ეწოდება, ხოლო დარჩენილ 2 საგზურს ლიგის გზიდან საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრილი გუნდები მოიპოვებენ.

ინოვაცია ეხება ფულადი პრიზების გადანაწილებასაც, რაც თანხების შედარებით თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპორტული წარმატება უფრო დაფასებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები