ლუიშ ფიგუმ მოახლოებულ
Aa
Aa

ლუიშ ფიგუმ მოახლოებულ "დელა მადონინაზე" კომენტარი გააკეთა

ფეხბურთის პორტუგალიელი ლეგენდა ლუიშ ფიგუ, მოახლოებულ "დელა მადონინაზე" ჟურნალისტებთან საუბრობს.

"დერბი ყოველთვის უშეღავათო ბრძოლის თანხლებით მიმდინარეობს. გუნდების სათამაშო ფორმა, ბევრს არაფერს გვეუბნება, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"მადონინასთან" შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. ატმოსფერო ფანტასტიური იყო, თანაც ჩვენ ყოველთვის დადებით შედეგს ვაღწევდით.

"ინტერი" კვლავ ჩემს გულშია და მიხარია, რომ ცუდი სერიის შემდეგ, გამარჯვებებს მიაღწია".

ლუიშ ფიგუ "ნერაძურის" რიგებში 2005-09 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად 4-ჯერ სერია A, 2-ჯერ იტალიის სუპერ თასი და ერთხელ იტალიის თასი მოიგო.

"მილანი" და "ინტერი", კვირას, 4 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები