მალაიზიაში ბადმინტონსაც აწყობენ?
Aa
Aa

მალაიზიაში ბადმინტონსაც აწყობენ?

მალაიზიაში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახალი სკანდალი მწიფდება.

საქმე ამჯერად ბადმინტონს ეხება, რომლის ორ მოთამაშეს ზულფადი ზულკფილისა და ტან ჩუნ სეანს ამ სპორტიდან სამუდამოდ მოკვეთა ემუქრებათ.

ზულკფილი იუნიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონია და მან ჩუნ სეანთან 2013-16 წლებში 6-ჯერ ითამაშა და ყველა ეს შეხვედრა გამოძიების ინტერესთა სფეროშია.

ბადმინტონის მსოფლიო ფედერაციაში ყველაფერს ადასტურებენ, თუმცა დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

ცხელი ამბები